ხალხი ეძებს ასევე:
კატეგორიები
    ნაჩვენებია 0 / სულ 0 პროდუქტი

    შეკვეთის სტატუსის შემოწმება

    შეიყვანეთ თქვენი შეკვეთის ნომერი და ტელეფონის ნომერი

    • კალათა ცარიელია
      შესაძენად, დაამატე ნივთები კალათაში კალათა ცარიელია

    ავტორიზაცია

    საგარანტიო პირობები

    • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მომხმარებლის უფლებას, ნივთის შეძენიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში მოითხოვოს მისი უსასყიდლოდ შეკეთება თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში  ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდა.  თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

    • მომხმარებელს  უფლება  აქვს,    "ჯასთშოპს" მოსთხოვოს ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, ნივთის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

    • ნივთი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ ნივთის შეკეთებისათვის საჭიროა სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეძენა ან ნივთის გაგზავნა საზღვარგარეთ მწარმოებლის ავტორიზებულ სერვის ცენტრში, მაშინ შეკეთების ვადა შეადგენს 30 სამუშაო დღეს.

    • ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს "ჯასთშოპის " მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა ნივთის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

    • მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ნივთის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ  საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია გონივრულ ვადაში;

    • მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

    • იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

    ა) ნივთის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;

    ბ) ნივთის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;

    გ) ნივთის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.

    საგარანტიო მომსახურებას ახორციელებს მწარმოებლის ოფიციალური სერვის ცენტრი საქართველოში.


    საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება|უქმდება, თუ: 

    • გასულია საგარანტიო ვადა; 

    • საგარანტიო ბარათი არ არის წარმოდგენილი / დაკარგულია და სხვაგვარად ვერ ხდება შეძენის იდენტიფიცირება; 

    • პროდუქტზე მონაცემები წაშლილი, შეცვლილი ან გადაკეთებულია; 

    • ნივთზე არ იკითხება / ამძვრალია სერიული ნომერი /იმეი კოდი;

    • დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი; 

    • მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი / დაზიანება; 

    • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნით; 

    • მოწყობილობა დაშლილია (გახსნილია) თვითნებური შეკეთების ან რაიმე სხვა მიზნით;

    • დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილების მიერ; 

    • დაზიანება გამოწვეულია მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხეების შეღწევით; 

    • დაზიანება გამოწვეულია  ექსპლუატაციის და შენახვის წესების და პირობების დარღვევით;

    • თუ მობილურ ტელეფონზე, პლანშეტზე, ფოტოაპარატზე, პროექტორზე, მონიტორზე, ტელევიზორზე ჩამქრალია მწარმოებლის მიერ დადგენილი რაოდენობის პიქსელი.


    მომსახურე სერვის ცენტრი პასუხს არ აგებს მოწყობილობაში მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის შენახვაზე.

    კომერციული გარანტიის პირობები

    ამ თავით კომპანიის მიერ განსაზღვრული წესები არ ზღუდავს მომხმარებლის უფლებას ისარგებლოს კანონით დადგენილი 2 წლიანი გარანტიის პირობით.

    ნივთი შეიცვლება შემდეგ შემთხვევებში:

    • თუ ნივთს გახსნისთანავე, ყიდვის მომენტში, "ჯასთშოპის" წარმომადგენლის თანდასწრებით დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი;*

    • თუ შეძენილ ნივთს შეძენიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი (არ იგულისხმება ვიზუალური დაზიანება და პროგრამული ხარვეზი), და მომხმარებლის მიერ აღნიშნულ ვადაში ნივთი წარდგენილ იქნა მწარმოებლის ოფიციალურ სერვის ცენტრში, სერვის ცენტრი კი შეცვლის აქტით ადასტურებს ნივთის ქარხნულ დეფექტს;

    • თუ ნივთი ვერ შეკეთდა მწარმოებლის ოფიციალურ სერვის ცენტრში მისი საგარანტიო ვადაში წარდგენიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა; იმ შემთხვევაში, თუ ნივთის შეკეთებისათვის საჭიროა სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეძენა ან ნივთის გაგზავნა საზღვარგარეთ მწარმოებლის ავტორიზებულ სერვის ცენტრში, მაშინ შეკეთების ვადა შეადგენს 30 სამუშაო დღეს.

    • ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (მომხმარებლის მიერ განსხვავების დამატებითი გადახდით) ღირებულების ნივთის გადაცვლით, რომელიც შეცვლის მომენტში "ჯასთშოპის" გაყიდვაშია. ნივთის ღირებულება განისაზღვრება მომხმარებლის მიერ მისი შეძენისას გადახდილი ფასიდან.

    დისტანციურად შეძენილი საქონლის უკან დაბრუნების პირობები

    • მომხმარებლის მიერ ნივთის დისტანციური ხელშეკრულების ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეძენისას, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით (ნივთის ტრანსპორტირება, დემონტაჟი და სხვა) დაუბრუნოს ნივთი "ჯასთშოპს" თუ ნივთის ღირებულება აღემატება 30 ლარს.

    *თუ ნივთი ვიზუალურად არ დათვალიერდა მომხმარებლის მოთხოვნით, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას ნივთის ვიზუალურ დაზიანებაზე;

    ზოგადი რეკომენდაცია 

    გთხოვთ, დაათვალიეროთ ვიზუალურად თქვენ მიერ შეძენილი ნივთი ყიდვის მომენტში რადგან ნივთი, რომელსაც თქვენ იძენთ, მომავალში შეიცვლება მხოლოდ თავდაპირველი ნაკლის აღმოჩენის შეთხვევაში. 

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტრო მოწყობილობის წყალში/სითხეში მოთავსება რეკომენდებული არ არის. აღნიშნული გაფრთხილება ეხება იმ მოდელებსაც, რომლებზეც მწარმოებელი კომპანია ადასტურებს, რომ არის „წყალგამძლე". იმისთვის, რომ მოწყობილობაში წყალი/სითხე არ შევიდეს, საჭიროა მწარმოებელი კომპანიის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწყობილობაში ხვდება სითხე/წყალი. მოწყობილობაში წყლის სითხის შეღწევის შემთხვევაში კომპანია იხსნის ვალდებულებას მოწყობილობის შემდგომ საგარანტიო მომსახურეობაზე.  გთხოვთ, არ დატოვოთ საჭიროზე მეტი ხნით თქვენი მოწყობილობა დამტენზე. 

    დამატებითი დამტენი ბლოკის შეძენისას დარწმუნდით, რომ ახალი დამტენი ბლოკის ვოლტაჟი (V–იგივე) და ამპერაჟი (A-იგივე ან მეტი) ემთხვევა თქვენი ნივთის ვოლტაჟს და ამპერაჟს. 

    იმისთვის, რომ თქვენმა მოწყობილობამ იმუშაოს გამართულად, გთხოვთ, გამოიყენოთ ლიცენზირებული ოპერაციული სისტემა, საოფისე და სხვა პროგრამები. 

    თუ აპირებთ ლეპტოპში მეხსიერების ან ოპერატიული მეხსიერების დამატებას/გაზრდას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მწარმოებლის ავტორიზებულ სერვის ცენტრს. მხოლოდ მათი დახმარებით უნდა განხორციელდეს ამა თუ იმ ნაწილის შეცვლა თქვენი სურვილისამებრ. 

    შენიშვნა: 

    *** საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერი თავდაპირველი ნაკლის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ მხოლოდ სერვის ცენტრს.

    *** ფილიალს არ აქვს პროდუქციის შეცვლის/ დაბრუნების უფლება მწარმოებლის ოფიციალური სერვის ცენტრის მიერ გაცემული  დასკვნის გარეშე.


    ამ უფლების გამოყენებისას მყიდველი ვალდებულია აუცილებლად თან იქონიოს ნივთი მისი ყველა ატრიბუტით - ყუთი, პასპორტი, შეფუთვა, დამცავი შესაფუთი მასალები.  ამასთანავე,  პროდუქცია ექვემდებარება უკან დაბრუნებას მხოლოდ  იმ შემთხვევაში თუ დაცულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა, კერძოდ თუ6:

    1.1.ნივთს შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი,გაყიდვამდელი მდგომარეობა/იერსახე. ანუ არ უნდა იყოს დარღვეული პროდუქციის პირვანდელი იერსახე, არ უნდა იყოს მოხსნილი იარლიყი და არ უნდა იყოს ნივთი ამოღებული მისი პირვანდელი შეფუთვიდან; გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ფუნქციონალის სრულად სანახავად და შესამოწმებლად საჭიროა მისი ყუთიდან ამოღება.
    1.2 ნივთს არ ეტყობა გამოყენების კვალი
    1.3 დარღვეული არ არის ყუთის მთლიანობა და ჰერმეტულობა
    1.4 არ არის მოხნილი იარლიყი, ასეთის არსებობის შემთხვეაში.
    1.5 ნივთის ყუთი , შეფუთვა არ არის დაზიანებული(გახეული, გაფხეკილი და ა.შ);ყუთი არ უნდა იყოს დაზიანებული ,არ უნდა იყოს გახსნილი ისე რასაც შეეძლო გამოეწვია  შიგთავსის დასერვა;დაზიანებული არ უნდა იყოს შეფუთვა, როგორც ყუთი, ასევე შიდა შესაფუთი მასალები - ცელოფნის პარკი, პლომბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დამცავი ღრუბლები.
    1.6. ნივთი არ უნდა იყოს ანაწყობი, რის გამოც მისი შემდგომ გაყიდვა - როგორც ახლის, იქნება შეუძლებელი
     
    0

    სწრაფი მიწოდება

    მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით — სწრაფად და უსაფრთხოდ.

    600+ კატეგორია

    20 000 ზე მეტი პროდუქტი ერთ სივრცეში — ტექნიკა, აქსესუარები, სახლის საქონელი და სხვა.

    20 000+ პროდუქცია

    ჩვენ გაძლევთ არჩევანს 600-ზე მეტ კატეგორიას შორის — ნებისმიერი საჭიროებისთვის.

    მხარდაჭერა

    ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერი პროდუქტის შერჩევაში და შეკვეთაზე.

    გარანტია

    შეიძინე პროდუქცია და ისარგებლე ოფიციალური გარაანტიით,

    გადახდები

    გადახდის ფორმის მრავალფეროვან არჩევანი , შეიძინეთ როგორც ბარათით ,ასევე განვადებით

    +995 544 22 33 55
    უფასო მიწოდება 150₾ -დან
    1 2 3 3 3
    გამოგვყევით გამოგვყევით ჩვენს Facebook გვერდზე და გაიგე პირველმა სიახლეები გამოგვყევით ჩვენს Instagram გვერდზე და გაიგე პირველმა სიახლეები