წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი არის ჯასთშოპი-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება,
რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „ჯასთშოპს“ შორის. შპს „ჯასთშოპის“ (ს.ნ. 405740587).
შპს „ჯასთშოპი“
წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა
სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „ჯასთშოპი”.
ჯასთშოპი-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ
ცვლილებებთან და ჯასთშოპი-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს
და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს
წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის
წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ჯასთშოპი-ს სამართლებრივი
დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან ჯასთშოპი
მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს
შეუძლია ჯასთშოპი-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ჯასთშოპი-ს გუნდი მზად
არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ
შემდეგი მნიშვნელობა:
- ჯასთშოპი (შემდგომში
„ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული
შპს „ჯასთშოპი “, საიდენტიფიკაციო კოდი 405740587;
- მომხმარებელი -
იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს
შეიძინოს ჯასთშოპი-ზე განთავსებული პროდუქცია;
- მომხმარებლის
თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი
პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;
- მესამე
პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება;
- პირდაპირი
მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული
საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება
ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს
ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების,
შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
- რეგისტრაცია -
პირადი ანგარიშის შექმნა;
- ანგარიში - მომხმარებლის მიერ ჯასთშოპი-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი;
ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს
ჯასთშოპი-ზე განთავსებული პროდუქცია.
მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ
ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი
და შპს „ჯასთშოპი“.
შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების
ადგილი.
რეგისტრაცია
ჯასთშოპი-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
- სახელი;
- გვარი;
- ტელეფონი;
- პირადი ნომერი ( სურვილისამებრ );
- მისამართი;
- ელექტრონული
ფოსტა;
- სისტემაში
შესასვლელი პაროლი.
მომხმარებელს
რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.
შეძენამდე
რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან
აირჩევს „სისტემაში შესვლას“.
სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:
- ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონის ნომრით
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- მის მიერ
მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
- იგი არის
18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
- არ გამოიყენებს
სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ჯასთშოპი-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის
მიზნით;
- არ გამოიყენებს
სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი
სხვა პირისათვის;
- არ გამოიყენებს
ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
- არ გამოიყენებს
ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების
მიზნით;
- არ დაარღვევს
სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
- არ გამოიყენებს
მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან
ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
- დაიცავს
საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს ჯასთშოპი-ზე არსებული ინფორმაციის:
ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები,
დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას,
დამუშავებასა და გამოქვეყნებას, ჯასთშოპი-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
- არ გამოიყენებს
სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
- არ შეეცდება
მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
- არ განახორციელებს
ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჯასთშოპი-ის გამართულ ფუნქციონირებას;
- არ განახორციელებს
ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა
და ჯასთშოპი-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების
შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება:
ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი
მიიღოს.
ჯასთშოპი-ს პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება
ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია
გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის
მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა
ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების
თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის
გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.
ჯასთშოპი იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის
შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
ჯასთშოპი იტოვებს უფლებამოსილებას, ცალხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების
გარეშე დააწესოს/შეცვალოს შეკვეთის ღირებულების მინიმალური/მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც
არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და დამატებითი დოკუმენტაციის გაფორმებას
მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ
ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები
კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ
პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია იხილოს
ჯასთშოპის ვებგვერდზე.
მომსახურების მიღება
შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია როგორც სამუშაო,
ასევე არასამუშაო დღეებში.
ანგარიშსწორების წესი
ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება
ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების
მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.
ჯასთშოპი-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე
მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.
ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის
შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ
ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.
პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
თუ ჯასთშოპი მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე
წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით,
იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად
ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის
შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს ჯასთშოპი-ს გუნდს.
მომხმარებლის მხრიდან ჯასთშოპი-ის ვებგვერდზე მისი პირადი ანგარიშის
გაუქმების/დახურვისათვის მან პირად ანგარიშში პარამეტრების ველში შესვლის შემდეგ უნდა
დააჭიროს “ანგარიშის წაშლა”-ს, რის შემდგომაც მისი პირადი ანგარიში ავტომატურად იხურება.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჯასთშოპი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს
თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე
დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე,
მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.
მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი
18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.
ჯასთშოპი პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება
მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს
არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.
ჯასთშოპი იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად
დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის
ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
ჯასთშოპი გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის
ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის
მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
ჯასთშოპი სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში
შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.
კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის
ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით
- ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.
შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას
ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას
წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჯასთშოპი მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას,
რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება,
მათ შორის, ჯასთშოპი-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის
არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი
ზიანი მიაყენოს ჯასთშოპი-ს კანონით დაცულ ინტერესებს.
მარკეტინგი
მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის
გზით, სარეკლამო მასალების , მისთვის საინტერესო შეთავაზების, ფასდაკლების, პროდუქციის
მიწოდების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჯასთშოპი მომხმარებლის
თანხმობის შემთხვევაში სარგებლობს მისი პერსონალური ხასიათის ინფორმაციით, კერძოდ,
სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.
ჯასთშოპი უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გასცემს თანხმობას აქტიური
ქმედებით.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა ჯასთშოპი-ისგან
გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ,
ჯასთშოპი შეწყვეტს მომხმარებლისათვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის
თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო
დღისა.
მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობის
გამოხმობა ხდება ჯასთშოპი-ის ვებგვერდზე პირად ანგარიშში შემდეგი გზით:
- მომხმარებლის პირად ანგარიშში
მითითებულია ღილაკი „switch on/off“ რომლის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს განაცხადოს
თანხმობა/უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ინფორმაციის დამუშავებაზე,
სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ SMS&Email შეტყობინებების მიღებაზე.
- მომხმარებლის
მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს ჯასთშოპი-ს
შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.
საავტორო უფლებები
ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური
გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის ჯასთშოპი-ს.
ჯასთშოპი-ს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წარმოადგენს
შპს "ჯასთშოპის"
საკუთრებას.
ჯასთშოპი-ს სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, ჯასთშოპი-ს
წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს
არ აქვს უფლება, გამოიყენოს ჯასთშოპი-ს სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული
გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად,
რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს ჯასთშოპი-ს რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში,
ჯასთშოპი უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი
პასუხისმგებელი იქნება ჯასთშოპი-სათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე,
ზიანი შესაძლოა მოიცავდეს ჯასთშოპი-ს მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს,
მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.
ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი
საავტორო უფლება.
ჯასთშოპი პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს
მომხმარებელს დაიცვას ჯასთშოპი-ს საავტორო უფლებები.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა
და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის
დარღვევით განთავსდა ჯასთშოპი-ზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ჯასთშოპი-ს ელექტრონულ
ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ
თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს
კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის
ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის ჯასთშოპი-ს წინაშე არსებული ნებისმიერი
სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.
მესამე მხარე
ჯასთშოპი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან
მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს ჯასთშოპი-ს
ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, ჯასთშოპი მომხმარებელს
მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა
და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით
გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის
შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა
არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.
ცვლილებები და დამატებები
ჯასთშოპი იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს,
ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები
მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების
შემდეგ, ჯასთშოპი მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის
თანხმობად.



