ხალხი ეძებს ასევე:
კატეგორიები
    ნაჩვენებია 0 / სულ 0 პროდუქტი

    შეკვეთის სტატუსის შემოწმება

    შეიყვანეთ თქვენი შეკვეთის ნომერი და ტელეფონის ნომერი

    • კალათა ცარიელია
      შესაძენად, დაამატე ნივთები კალათაში კალათა ცარიელია

    ავტორიზაცია

    კონფიდენციალურობა

    კონფიდენციალურობის პირობები

    მიზანი

    ვებგვერდზე www.justshop.ge-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად ჯასთშოპი მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

    მომხმარებელი, რომელიც ჯასთშოპი-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას ჯასთშოპი-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

    წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს ჯასთშოპი-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) საფუძველზე, ჯასთშოპი-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

    წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს ჯასთშოპი-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

    ტერმინთა განმარტება

    წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

    • ჯასთშოპი (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ჯასთშოპი“, საიდენტიფიკაციო კოდი 405740587;
    • პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
    • მონაცემთა დამუშავება - მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
    • მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები;
    • მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;
    • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
    • დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
    • მესამე პირი - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;
    • პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
    თანხმობა

    ჯასთშოპი-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, მომხმარებელი ჯასთშოპი-ს ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.

    აღნიშნული ინფორმაცია ჯასთშოპი-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

    მონაცემთა დამუშავების საფუძველი

    ჯასთშოპი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს:
    • მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე;
    • მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
    • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად;
    • კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.
    მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
    • ჯასთშოპი-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
    • ჯასთშოპი-ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
    • მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
    • მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
    • ჯასთშოპი-ზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
    • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
    • მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
    • ჯასთშოპი-ის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;
    • ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
    • მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
    • მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
    • მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
    • მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
    • ჯასთშოპი-ის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
    • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
    • სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
    • კანონიერი ინტერესების დაცვა;
    • ჯასთშოპი-ისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.

    მომხმარებლის უფლებამოსილება

    მომხმარებელს უფლება აქვს ჯასთშოპი-ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
    • მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება ჯასთშოპი-ის მიერ;
    • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
    • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
    • რა გზით შეგროვდა მონაცემები;
    • ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;

    მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ჯასთშოპი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

    მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.

    მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ ჯასთშოპი-ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება. ასეთ შემთხვევაში, ჯასთშოპი თავის მხრივ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში გააუქმებს მომხმარებლის პირად ანგარიშს და შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას ან/და გაანადგურებს დამუშავებულ მონაცემებს.

    მომხმარებლის ვალდებულება

    მომხმარებელი ვალდებულია ჯასთშოპი-ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.

    ქოლ-ცენტრი

    ჯასთშოპი-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, პრობლემის/ხარვეზის აღმოფხვრის, უკუკავშირისა და უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება შემომავალი და გამავალი ზარების ჩაწერა, შენახვა და დამუშავება.

    ჯასთშოპი-ის ვებგვერდის გამოყენების პირობები

    მომხმარებლის მიერ ჯასთშოპი-ის ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას ჯასთშოპი-ის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

    მომხმარებელი ვალდებულია ჯასთშოპი-ს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

    არასრულწლოვანი პირი

    ჯასთშოპი მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, ჯასთშოპი უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჯასთშოპი-ზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.

    ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს

    პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.

    მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

    მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჯასთშოპი-ს მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.

    ჯასთშოპი უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.

    პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობა/გამოხმობა

    პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებელი გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.

    მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა ჯასთშოპი-სგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, ჯასთშოპი შეწყვეტს მომხმარებლისთვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

    მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობის გამოხმობა ხდება ჯასთშოპი-ს ვებგვერდზე პირად ანგარიშში შემდეგი გზით:

    მომხმარებლის პირად ანგარიშში მითითებულია ღილაკი „switch on/off“ რომლის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს განაცხადოს თანხმობა/უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ინფორმაციის დამუშავებაზე, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ SMS&Email შეტყობინებების მიღებაზე.

    მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს ჯასთშოპი-ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.

    ლოგ ფაილები და cookies

    ჯასთშოპი სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, ჯასთშოპი იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

    • IP მისამართი;
    • მოწყობილობის ტიპი;
    • ბრაუზერი;
    • ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა;
    • რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი ჯასთშოპი-ის ვებგვერდზე;
    • ინფორმაცია ჯასთშოპი-ის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ - რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა.

    ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.'

    ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:
    • გავაანალიზოთ ტრენდები;
    • ჯასთშოპი-მა მართოს ვებგვერდი;
    • აწარმოოს სტატისტიკა;
    • თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით;
    • შეიმუშავოს და განახორციელოს ეფექტური მარკეტინგული აქტივობები;
    • გასცეს რჩევები და რეკომენდაციები.

    ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies.

    Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

    მონაცემების მიღება

    ჯასთშოპი ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:

    • როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას;
    • როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
    • როდესაც მომხმარებელი იყენებს ჯასთშოპი-ის ვებგვერდს და ჩატს.
    რა სახის მონაცემები მუშავდება
    ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:
    • მობილურის ნომერი;
    • ელექტრონული ფოსტა;
    • მისამართი;
    • სახელი და გვარი;
    • ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის ფასვორდი.

    რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

    პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. ჯასთშოპი-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. ჯასთშოპი იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

    კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა

    ჯასთშოპი პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.

    მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას ჯასთშოპი ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

    უსაფრთხოება

    ჯასთშოპი-ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. ჯასთშოპი გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯასთშოპი იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.

    ჯასთშოპი მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას ჯასთშოპი-ის სერვერებზე.

    მესამე მხარე

    ჯასთშოპი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს ჯასთშოპი-ის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, ჯასთშოპი მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

    ცვლილებები და დამატებები

    შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

    ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის ჯასთშოპი-ის მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.

    ჯასთშოპი-თან დაკავშირება

    კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით info@justshop.ge

     

    0

    სწრაფი მიწოდება

    მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით — სწრაფად და უსაფრთხოდ.

    600+ კატეგორია

    20 000 ზე მეტი პროდუქტი ერთ სივრცეში — ტექნიკა, აქსესუარები, სახლის საქონელი და სხვა.

    20 000+ პროდუქცია

    ჩვენ გაძლევთ არჩევანს 600-ზე მეტ კატეგორიას შორის — ნებისმიერი საჭიროებისთვის.

    მხარდაჭერა

    ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერი პროდუქტის შერჩევაში და შეკვეთაზე.

    გარანტია

    შეიძინე პროდუქცია და ისარგებლე ოფიციალური გარაანტიით,

    გადახდები

    გადახდის ფორმის მრავალფეროვან არჩევანი , შეიძინეთ როგორც ბარათით ,ასევე განვადებით

    +995 544 22 33 55
    უფასო მიწოდება 150₾ -დან
    1 2 3 3 3
    გამოგვყევით გამოგვყევით ჩვენს Facebook გვერდზე და გაიგე პირველმა სიახლეები გამოგვყევით ჩვენს Instagram გვერდზე და გაიგე პირველმა სიახლეები